Description
GP810H წარმოადგენს 10KVA/8KW სიმძლავრის ინდუსტრიულ უწყვეტი კვების წყაროს. UIB სერიის On-line უწყვეტი კვების წყაროს, შემავალი ელექტროენერგიის ორმაგი გარდაქმნის ფუნქციით, რაც უზრუნველყოფს გამომავალი ძაბვის სტაბილურობას და მიერთებული მოწყობილობების სრულ დაცვას. გამოიყენება ინდუქციური დატვირთვის მქონე მოწყობილობებთან, როგორიც არის: ძრავები, სამრეწველო დანადგარები, მაცივრები, კონდიციონერები, სამედიცინო აპარატურა და სხვა.
აკუმულატორის რეჟიმში GP810H საჭიროებს 16 ცალ 12V აკუმულატორს.
მახასიათებლები
– იატაკზე განთავსების შესაძლებლობა
– ელექტროენერგიის ორმაგი გარდაქმნა
– მულტიფუნქციონალური LCD ეკრანი UPS-ის მიმდინარე სტატუსის ასახვისთვის და პარამეტრების კონფიგურირების შესაძლებლობით.
– არასტაბილურ შემავალ ძაბვაზე მუშაობის უნარი
– გენერატორთან თავსებადობა
– აკუმულატორების მძლავრი მაქს. 12 A დამტენი
– ეკონომიური რეჟიმის მხარდაჭერა
– გადაუდებელი გამორთვის ფუნქცია (EPO)
– ცივი ჩართვა (ჩართვის შესაძლებლობა შემავალი ძაბვის არარსებობის დროს)
– საკომუნიკაციო პროგრამებთან თავსებადი Windows, Linux, FreeBSD
– აკუმულატორების სამ საფეხურიანი ინტელექტუალური დატენვის რეჟიმი
– გამომავალი სიმძლავრის კოეფიციენტი 0.8
– მაღალი ეფექტურობა
უწყვეტი კვების წყაროს კაბელების განივკვეთების შერჩევა
შემავალი AC(mm2) |
გამომავალი AC(mm2) |
აკუმულატორები DC(mm2) |
დამიწება (mm2) |
|
3KVA | 2.5 | 2.5 | 4 | 4 |
6KVA | 6 | 6 | 6 | 6 |
10KVA | 10 | 10 | 10 | 10 |
გარანტიის გავრცელებისთვის აუცილებელი პირობა:
- მოწყობილობის ინსტალაცია უნდა განხორციელდეს კვალიფიციური ელექტრო ინჟინრის მიერ, ინსტალაციის ოფიციალურ სახელმძღვანელოში მითითებული ყველა წესის დაცვით.
- მოწყობილობა უნდა იყოს მიერთებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სტანდარტით მოწყობილ დამიწების კონტურზე.
- მოწყობილობა დაცული უნდა იყოს საწარმოო და ბუნებრივი მტვრისგან, ხოლო ტემპერატურა და ტენიანობა უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს.
- ინსტალაციის შემდგომ შემოწმებას და ჩართვას ახორციელებს ინტელკომ ჯგუფის თანამშრომელი. დაუშვებელია მოწყობილობის ჩართვა ინტელკომ ჯგუფის წარმომადგენლის გარეშე.
GP810H
სიმძლავრე (ვა/ვატი): 10000/8000შემავალი ფაზა: 1გამომავალი ფაზა: 1შემავალი სამუშაო ძაბვა (ვ): 165-275შემავალი სამუშაო სიხშირე (ჰც): 50/60 (1±5 %)გამომავალი ნომინალური ძაბვა (ვ): 220/230 (1± 0.5%)გამომავალი სიხშირე (ჰც): 50(1± 0.5%)სიმძლავრის კოეფიციენტი: 0.8ჰარმონიული გამრუდება THDv (%): <1.5%ტალღის ფორმა: Pure Sinewaveგადართვის დრო AC რეჟიმიდან აკუმულატორის რეჟიმზე (მწმ): 0გარე მიერთების აკუმულატორის რაოდენობა (ცალი): 16თავსებადი აკუმულატორის ტევადობა (ამ/სთ): 7-200აკუმულატორის ძაბვა (ვ): 12დამუხტვის მაქსიმალური ძალა (ამპერი): 12გენერატორთან თავსებადობა: +ავტომატური ჩართვა ძაბვის აღდგენის დროს: +LCD ეკრანი: +LED ინდიკატორები: +RS232 პორტი მენეჯმენტისთვის: +ცივი ჩართვა: +თვითდიაგნოსტიკა: +ხმაურის დონე 1 მეტრში (დბ): 55სამუშაო ტემპერატურა (ºC): 0-40ტენიანობა (%): 0-95სიგანე x სიღრმე x სიმაღლე (მმ): 220 x 580 x 720წონა (კგ): 82
Reviews
There are no reviews yet.