Description
RBLHGG-60adkit წარმოადგენს გიგაბიტიანი ეზერნეტის უსადენო ალტერნატივას. აღნიშნული მოდელი წარმოადგენს დაშვების წერტილების კომპლექტს, მისი მეშვეობით შესაძლებელია გიგაბიტი სტაბილური უსადენო კავშირის დამყარება 1500 მეტრის მანძილზე AES შიფრაციით და 60 გიგაჰერც სიხშირეზე, რომელიც WiFi სიხშირეებისგან განსხვავებით დაბინძურებული არ არის.
გაითვალისწინეთ, რომ ანტენა მუშაობს 60Ghz სიხშირეზე, რაც ნიშნავს რომ მისი ტალღის სიგრძე 5 მილიმეტრია. შესაბამისად ძალიან მგრძნობიარეა ნალექთან (წვიმა და თოვლი) მიმართებაში. უნალექო ამინდში იდეალურად გასწორებული სიგნალის დონეები შესაძლოა ნალექიანი ამინდის დროს რადიკალურად გაუარესდეს და გაითიშოს კიდეც. ამიტომ რეკომენდებულია, რომ სარეზერვოდ გქონდეთ მეორე ლინკი (მაგ. 5Ghz სიხშირეზე), რომელიც ძირითადი 60Ghz ლინკის გათიშვის შემთხვევაში შეუფერხებლად თუმცა დაბალი გამტარობით გააგრძელებს მუშაობას.
RBLHGG-60adkit
სამუშაო სიხშირე: 60 GHzმაქსიმალური წარმადობა: 1 Gbpsმაქსიმალური მანძილი: 1500 მეტრიპროცესორი: Quad-core ARM Cortex A7, 716 MHzოპერატიული მეხსიერება: 256 MBშიდა მეხსიერება: 16 MB Flashეზერნეტ პორტი: 1 x 10/100/1000 Mbpsკვების მეთოდი: af/at/Passive Poeმაქს. ენერგიის მოხმარება: 5 Wსამუშაო ტემპერატურა: -40 .. 70° Cზომები: Ø391 x 222 მმსერთიფიკატები: CE/RED, FCC, IC, EAC, ROHS
Reviews
There are no reviews yet.