Wireless Wire 60 GHz

752,26 

Compare

Description

Wireless Wire წარმოადგენს გიგაბიტიანი ეზერნეტის უსადენო ალტერნატივას. აღნიშნული მოდელი წარმოადგენს დაშვების წერტილების კომპლექტს, რომლითაც შესაძლებელია Full Duplex გიგაბიტი სტაბილური უსადენო კავშირის გაკეთება AES შიფრაციით, 60 გიგაჰერც სიხშირეზე, რომელიც WiFi სიხშირეებისგან განსხვავებით არაა დაბინძურებული.

გაითვალისწინეთ, რომ ანტენა მუშაობს 60Ghz სიხშირეზე, რაც ნიშნავს რომ მისი ტალღის სიგრძე 5 მილიმეტრია. შესაბამისად ძალიან მგრძნობიარეა ნალექთან (წვიმა და თოვლი) მიმართებაში. უნალექო ამინდში იდეალურად გასწორებული სიგნალის დონეები შესაძლოა ნალექიანი ამინდის დროს რადიკალურად გაუარესდეს და გაითიშოს კიდეც. ამიტომ რეკომენდებულია, რომ სარეზერვოდ გქონდეთ მეორე ლინკი (მაგ. 5Ghz სიხშირეზე), რომელიც ძირითადი 60Ghz ლინკის გათიშვის შემთხვევაში შეუფერხებლად თუმცა დაბალი გამტარობით გააგრძელებს მუშაობას.

RBwAPG-60adkit

სამუშაო სიხშირე: 60 GHz
მაქსიმალური წარმადობა: 1 Gbps Full duplex
მაქსიმალური მანძილი: 200 მეტრი
პროცესორი: Quad-core IPQ-4019 716 MHz
ოპერატიული მეხსიერება: 256 MB
შიდა მეხსიერება: 16 MB Flash
ეზერნეტ პორტი: 1 x 10/100/1000 Mbps
კვების მეთოდი: af/at/Passive Poe; DC jack
მაქს. ენერგიის მოხმარება: 5 W
სამუშაო ტემპერატურა: -40 .. 70° C
ზომები: 185 x 85 x 30 მმ
სერთიფიკატები: CE/RED, FCC, IC, EAC, ROHS

Reviews

There are no reviews yet.

Only logged in customers who have purchased this product may leave a review.