Description
Epever-ის UP სერიის 2 კილოვატიანი ინვერტორი, არის ერთფაზა ქსელისგან დამოუკიდებელი გარდამქმნელი. რომელიც პანელებიდან წამოსულ მუდმივ დენს გარდაქმნის სამომხმარებლო ცვლად დენად და პარალელურად აკუმულატორების ეფექტურ დამუხტვას უზრუნველყოფს. იმ შემთხვევაში თუ პანელებზე მზის დასხივება არასაკმარისია, იგი ქსელიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან გენერატორიდან იღებს საჭირო ენერგიას აკუმულატორების დამუხტვის და შიდა ქსელში ჩართული მოწყობილობების კვებისთვის.
ინვერტორს შეუძლია აკუმულატორების გარეშეც მუშაობა, იმ შემთხვევაში თუ ქსელში ელექტროენერგიის მიწოდება არ არის სასურველი.
გარდამქმნელს აქვს მობილური აპლიკაცია და საკომუნიკაციო ინტერფეისი, რაც რეალურ დროში, მზის სადგურის მუშაობის მონიტორინგის შესაძლებლობას იძლევა.
თავსებადია ტყვია-მჟავა ტიპის აკუმულატორებთან.
გამოიყენება მზის და აკუმულატორულ სისტემებში, ძირითადად ისეთ ადგილებში სადაც გამანაწილებელი ქსელი არ არის ხელმწისაწვდომი – კოტეჯები, სასტუმროები, მოგზაურობისთვის განკუთვნილი ფურგონები და სხვა.
ფუნქციონალური შესაძლებლობები
- სამსაფეხურიანი დამუხტვის სისტემა
- ქსელთან და გენერატორთან თავსებადი
- დამუხტვის დენის რეგულირების უნარი
- LCD
- მრავალმხრივი დაცვის ფუნქცია
- ინტერფეისი: RS485, WiFi/GPRS
Reviews
There are no reviews yet.