Description
LFP ლითიუმ ფოსფატის აკუმულატორები წარმოადგენენ გამორჩეულ სერიას, რომელსაც მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია AGM და GEL ტიპის აკუმულატორებთან შედარებით: საშუალოდ აქვს 6-ჯერ მეტი სიცოცხლის ციკლი, 2-ჯერ მეტი ექსპლუატაციის ვადა, არ გამოყოფს აირებს, არ საჭიროებს მომსახურებას, არის უფრო მსუბუქი და კომპაქტური, გამოირჩევა ამტანობით ღრმა განმუხტვის მიმართ და შეუძლია ცვალებად ტემპერატურულ პირობებში ეფექტურად მუშაობა.
გამოყენების სფეროები: უწყვეტი კვების წყაროები (UPS), მზის და ქარის სისტემები, ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობები, სამედიცინო აპარატურა, ელექტრომობილები და სხვა.
ფუნქციონალური შესაძლებლობები
- 20 წლიანი ექსპლუატაციის ვადა (25°C -ზე)
- 5000 ციკლური სიცოცხლე 80%-იანი განმუხტვისას
- ფართო ტემპერატურული დიაპაზონი ( -20°C – 60°C )
- ჩაშენებული აკუმულატორის მართვის სისტემა (BMS)
შენიშვნები და რეკომენდაციები
ლითიუმის აკუმულატორის დამუხტვა რეკომენდებულია მისთვის განკუთვნილი დამტენით.
ლითიუმის აკუმულატორების დამუხტვა ნებადართულია 0 C° გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე.
კონკრეტული სერიის 2-ი აკუმულატორის შეერთება შესაძლებელია მიმდევრობით, ხოლო 4-ის პარალელურად.
მახასიათებლები
| აკუმულატორის ტიპი | Lithium; |
| ნომინალური ტევადეობა | 100 Ah |
| ნომინალური სამუშაო ძაბვა | 24 V |
| დამუხტვის მაქსიმალური დენი | 50 A |
| განმუხტვის მაქსიმალური დენი | 100 A |
| სიცოცხლის ნომინალური ხანგრძლივობა | 20 წელი |
| ციკლების მაქსიმალური რაოდენობა | 5000 |
| განმუხტვის რეკომენდებული ზღვარი | 80 % |
| სამუშაო ტემპერატურა განმუხტვისას | -20 °C – 60 °C |
| სამუშაო ტემპერატურა დამუხტვისას | 0 °C – 55 °C |
| LCD ეკრანი | – |
| LAN /RS485/RS232 | – |
| მშრალი კონტაქტი | – |
| რეკომენდებული სამუშაო ტემპერატურა | 25±3°C; |
| წონა | 23 კგ |
| სიგრძე | 522 მმ |
| სიგანე | 240 მმ |
| სიმაღლე ტერმინალის ჩათვლით | 218 მმ |
| ტერმინალის ტიპი | M8; |

Reviews
There are no reviews yet.