საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის #101 დადგენილებით დანაშაულის პრევენციის, პირთა უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნით, 2024 წლის 1 იანვრიდან იცვლება ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განთავსებასთან დაკავშირებული რეგულაციები.
საინფორაციო ბლოკი
გამოსახულების გაუმჯობესება
თანამედროვე ვიდეოსამეთვალყურეო კამერები გამოსახულების პარამეტრებს ძირითადად ავტომატურ რეჟიმში არეგულირებს, თუმცა არის შემთხვევები როდესაც ავტომატური რეგულირება დამაკმაყოფილებელი არ არის.
გამოსახულების ხარისხის გასაუმჯობესებლად გამოიყენება სხვადასხვა ფუნქციონალი, მათ შორის BLC, HLC, 3D DNR.
სენსორის ზომა
დღეისათვის ყველაზე მეტად გავრცელებულია 16:9 პროპორციის, 2 და 4 მეგაპიქსელის გარჩევადობის ვიდეო კამერები, აღნიშნული პარამეტრები დამოკიდებულია სენსორის ზომაზე.
ვიდეომონიტორინგი
ვიდეომეთვალყურეობის სისტემების გამოყენების ძირითადი უპირატესობებია:
- ობიექტის ეფექტური მონიტორინგი;
- უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება;
- ფაქტობრივი მტკიცებულებების შესაძლებლობა;
- ვანდალიზმის და სხვა კრიმინალური ქმედების შემთხვევების შემცირება.
ქსელური ვიდეო ჩამწერი NVR
HiLook-ის ქსელური ვიდეო ჩამწერების (NVR) მართვა შესაძლებელია, როგორც სპეციალურად აღნიშნული სერიისთვის შექმნილი HiLookVision აპლიკაციით, ასევე Hikvision-ის სხვა პლატფორმებით, მაგალითად როგორებიცაა Hik-Connect და HikCentral Connect.
HiLook-ის გვთავაზობს NVR-ების ორ სერიას: სტანდარტული და PoE პორტებით.
ვიდეოკამერის ლინზა
ვიდეოსამეთვალყურეო კამერებში ლინზა ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს და მას ვიდეოკამერის თვალსაც უწოდებენ.
ლინზა კრებს არეკლილ სინათლეს და ახდენს გამოსახულების ფორმირებას სენსორზე.
ვიდეოკამერებში შეიძლება შეგვხვდეს ერთი ან რამდენიმე ლინზა.
სენსორიდან ლინზამდე დაშორებას ეწოდება საფოკუსე მანძილი (Focal length). ის სენსორის ზომასთან ერთად განსაზღვრავს ვიდეოკამერის ხედვის კუთხეს და შესაბამისად ხედვის არეს (FOV).
PoE სვიჩები
HiLook წარმოგვიდგენს 802.3 af/at სტანდარტის არამართვად PoE სვიჩებს. 4 და 8 პორტიან სვიჩებს გააჩნიათ 1×100 Mbps uplink პორტი ქსელში ჩასართავად ან NVR-ზე მისაერთებლად, ხოლო 16 და 24 პორტიანებს 1×1000 Mbps uplink და 1×1000 Mbps SFP პორტები.
სვიჩის პორტების ნაწილი შესაძლებელია გამოყენებული იქნას PoE მოწყობილობების 250 მეტრამდე მანძილზე მისაერთებლად, 100 მბ/წმ ნაცვლად 10 მგ/წმ სიჩქარით.
Continue Reading PoE სვიჩებიჩამკეტის სიჩქარე
ვიდეო კამერაში ჩამკეტის სიჩქარე (Shutter speed) მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს. ის განსაზღვრავს რა დროით მოხდეს სინათლე მატრიცაზე.
სწრაფად მოძრავი ობიექტების გადაღებისას (მაგ. ავტომობილი), საჭიროა ჩამკეტის გახსნის დროის შემცირება, რათა გამოსახულება არ გამოვიდეს ბუნდოვანი. ამავე დროს, გამოსახულების გადანათებისგან თავის ასაცილებლად შესაძლოა დამატებით საჭირო გახდეს სინათლის ინტენსივობის შემცირება.
Continue Reading ჩამკეტის სიჩქარეPTZ კამერები
360 გრადუსით მოძრავი და მაღალი ოპტიკური ზუმის მქონე HiLook-ის PTZ კამერები იდეალური გადაწყვეტაა დიდი ფართობის მონიტორინგისთვის.
HiLook-ის PTZ კამერებს გააჩნიათ:
- 25X-მდე ოპტიკური ზუმი;
- 24 საათიანი ფერადი ხედვა (ColorVu ტექნოლოგიის მქონე მოდელებს) ან ღამის ხედვისათვის გაძლიერებული 100 მეტრამდე IR განათება (სტანდარტულ მოდელებს);
- SD ბარათის მხარდაჭერა;
- წყლის და მტვრის მიმართ მედეგობა IP66 რეიტინგის შესაბამისად;
- ანტივანდალურობის IK10-სტანდარტებთან შესაბამისობა.
ღამის ხედვის მანძილი
თანამედროვე ვიდეოსამეთვალყურეო კამერებში ღამით ხედვისთვის ძირითადად გამოიყენება აქტიური ინფრაწითელი ტექნოლოგია, რომლის დროსაც გამოსახულება შავ-თეთრ ფორმატში მიიღება. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ინერგება ღამით ფერადი გამოსახულების მიღების ტექნოლოგიებიც, რომელთა შესახებ შემდგომ პოსტებში გვექნება საუბარი.
Continue Reading ღამის ხედვის მანძილიColorVu კამერები
ვიდეო სამეთვალყურეო კამერების შერჩევისას ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს ღამით და დაბალი განათების პირობებში მკაფიო გამოსახულების მიღება, სადაც დეტალების გარჩევა იქნება შესაძლებელი. ამ საკითხის გადასაწყვეტად ტრადიციულად გამოიყენება ინფრაწითელი (IR) ტექნოლოგია.
Continue Reading ColorVu კამერები