HiLook წარმოგვიდგენს 802.3 af/at სტანდარტის არამართვად PoE სვიჩებს. 4 და 8 პორტიან სვიჩებს გააჩნიათ 1×100 Mbps uplink პორტი ქსელში ჩასართავად ან NVR-ზე მისაერთებლად, ხოლო 16 და 24 პორტიანებს 1×1000 Mbps uplink და 1×1000 Mbps SFP პორტები.
სვიჩის პორტების ნაწილი შესაძლებელია გამოყენებული იქნას PoE მოწყობილობების 250 მეტრამდე მანძილზე მისაერთებლად, 100 მბ/წმ ნაცვლად 10 მგ/წმ სიჩქარით.
HiLook-ის PoE სვიჩები მიეკუთვნება ნახევრად ინდუსტრიული სვიჩების კატეგორიას. ისინი წარმოდგენილია მეტალის კორპუსით, გააჩნიათ სამუშაო ტემპერატურის და ტენიანობის გაფართოებული დიაპაზონი (-40-დან +55 °C გრადუსი და 5%-დან 95%-მდე ტენიანობა), ასევე 6 კილოვოლტი ძაბვის გადამეტებისგან დაცვა PoE პორტებზე.
სვიჩები განკუთვნილია იმ IP მოწყობილობების ჩასართავად, რომელთაც გააჩნია af/at სტანდარტის მხარდაჭერა:
- ვიდეოკამერები;
- WiFi დაშვების წერტილები;
- IP ტელეფონები;
- და ა.შ.