WDR (Wide Dynamic Range) – ფართო დინამიური დიაპაზონი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგია ვიდეოსამეთვალყურეო კამერებში.
WDR არის კადრში სინათლის დონის განსხვავება, ყველაზე ბნელ და ნათელ წერტილებს შორის. თუ ეს სხვაობა არის მაღალი, ოპტიმალური კადრის მისაღებად საჭიროა WDR ფუნქციის გამოყენება.
Month: April 2025
ვიდეოკამერის ჭკვიანი ფუნქციები
ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მიერ მხარდაჭერილი ჭკვიანი ფუნქციების რაოდენობა მუდმივად იზრდება. ზოგიერთი ჭკვიანი ფუნქცია, რომლებიც ადრე განსაკუთრებულად მიიჩნეოდა, დღეს ბაზისურად ითვლება, ესენია: მოძრაობის დეტექცია, ხაზის გადაკვეთა და ა.შ.
ჭკვიანი სისტემების გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ეფექტურობას და ამცირებს ადამიანურ რესურსებს.
Continue Reading ვიდეოკამერის ჭკვიანი ფუნქციებიANR ფუნქცია
ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის პროექტირებისას ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ვიდეო ჩანაწერის უწყვეტობის გათვალისწინება.
სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე შესაძლებელია კამერას და ჩამწერ მოწყობილობას შორის კავშირი გაწყდეს, რაც ვიდეო ჩანაწერის დაკარგვას გამოიწვევს.
ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შემუშავებულია ჩანაწერის რეზერვირების ფუნქცია ANR (Auto Network Redundancy).
დომოფონები
HiLook-ის IP და ანალოგური ვიდეო დომოფონები საუკეთესო გადაწყვეტაა კერძო სახლებისთვის, ბინებისთვის, მცირე და საშუალო ოფისებისთვის.
Continue Reading დომოფონებიONVIF პროტოკოლი
ვიდეოსამეთვალყურეო კამერებში IP ტექნოლოგიების დანერგვამ, სხვადასხვა ბრენდის კამერების და ჩამწერი მოწყობილობების ერთმანეთთან თავსებადობის საჭიროება გააჩინა. სწორედ ამიტომ 2008 წელს შემუშავდა ONVIF პროტოკოლი.
ONVIF პროტოკოლი წარმოადგენს ღია პლატფორმას. მისი მიზანია IP ტექნოლოგიაზე დაფუძნებული უსაფრთხოების პროდუქტების ეფექტური თავსებადობისთვის საჭირო სტანდარტიზებული ინტერფეისების შემუშავება და მხარდაჭერა.